ძალიან ნაყოფიერი დღე იყო. დავასრულეთ ბუკლეტი. ვიმუშავეთ საკუთარ პროექტებზე, ავირჩიეთ სტანდარტები, რომლებზეც უნდა გავიდეთ პროექტის დასრულების შემდეგ.
გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომია. ესგ-ს გათვალისწინებით შევიმუშავეთ მიზნები და შედეგები. ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. გავეცანით ამასთან დაკავშირებულ პრეზენტაციებს. წყვილებში შევასრულეთ დავალებები , მიმართულების მიმცემი გამოტოვებული ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები ჩამოვაყალიბეთ ჩვენი მოსაზრებების შესაბამისად.
ჩემი პროექტის თემაა"მოგზაურობა ქვემო ქართლში", რომლისთვისაც მოვიფიქრე მიმართულების მიმცემი შემდეგი საკვანძო კითხვები:
ზოგადი: რა საიდუმლოებებს ინახავს ისტორია?
ზოგადი: რა საიდუმლოებებს ინახავს ისტორია?
თემატური: საიდან
დაიწყებდით თქვენი სამშობლოს გაცნობას?
რომელ
გზას მიანიჭებდით უპირატესობას თქვენი მხარის ღირსშესანიშნაობების სანახავად?
რა
მიზნით მოგზაურობთ?
შინაარსობრივი: გსმენიათ
რამე დმანისის ნაქალაქარის შესახებ?
ვინ
არის ძეგლის“კიდევაც დაიზრდებიან“ ავტორი?
რა იგულისხმა ავტორმა სათაურში "კიდევაც დაიზრდებიან?"
|
ძალიან კარგი და საინტერესო პროექტია, წარმატებები!!!
ReplyDeleteThis comment has been removed by the author.
ReplyDeleteგეთანხმებით, ქეთევან, მართლაც ნაყოფიერი დღე იყო. განსაკუთრებით გამოვყოფდი მიმართულების მიმცემ საკვაანძო კითხვებზე მუშაობას. მომეწონა თქვეენი პროექტი და თემატური კითვები. მეც მსგავსი პროექტი მაქვს და დავინტერესდი. გისურვებთ წარმატეებებს!
ReplyDelete