ტრენინგის მეოთხე დღე ძალიან შრომატევადი და აქტივობებით დატვირთული იყო. დავასრულეთ მეორე მოდული. განვიხილეთ შეფასების 5 მიზანი. შევქმენით შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები ჩვენი პროექტისთვის.
პროექტის დასაწყისში: ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე;გონებრივი იერიში(მეთოდი), წინასწარ გამზადებული ცხრილი მეთოდისთვის“ვ-მ-ვ“, ასოციოგრამა(მეთოდის შეფასების ინსტრუმენტები).
პროექტის მსვლელობისას: დღიური ,ჯგუფებზე დაკვირვება, პრეზენტაციის შეფასება(მეთოდი),
დღიურის წარმოების შეფასების ფორმა, ჯგუფური მუშაობის დაკვირვების ფურცელი, პრეზენტაციის შეფასების ფორმა(მეთოდის შეფასების ინსტრუმენტები).
პროექტის დასრულების შემდეგ: ვიცი მინდა- ვიცოდე-ვისწავლე დიაგრამა ,კედლის გაზეთი(მეთოდი), ვ-მ-ვ ცხრილი,კედლის გაზეთის შეფასების რუბრიკა(მეთოდის შეფასების ინსტრუმენტები).
დავწერეთ პროექტის მოკლე მონახაზი. დავიწყეთ მუშაობა საბოლოოდ წარსადგენ პრეზენტაციაზე. საინტერესო დღისთვის დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს, ქალბატონ ლიას.
ძალიან საინტერესო და კარგი პროექტია, პრეზენტაციას ველოდები მოუთმენლად.
ReplyDeleteწარმატებები.