ტრენინგის მეოთხე დღე ძალიან შრომატევადი და აქტივობებით დატვირთული იყო. დავასრულეთ მეორე მოდული. განვიხილეთ შეფასების 5 მიზანი. შევქმენით შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები ჩვენი პროექტისთვის.
პროექტის დასაწყისში: ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე;გონებრივი იერიში(მეთოდი), წინასწარ გამზადებული ცხრილი მეთოდისთვის“ვ-მ-ვ“, ასოციოგრამა(მეთოდის შეფასების ინსტრუმენტები).
პროექტის მსვლელობისას: დღიური ,ჯგუფებზე დაკვირვება, პრეზენტაციის შეფასება(მეთოდი),
დღიურის
წარმოების შეფასების ფორმა, ჯგუფური
მუშაობის დაკვირვების ფურცელი, პრეზენტაციის
შეფასების ფორმა(მეთოდის შეფასების ინსტრუმენტები).
პროექტის დასრულების შემდეგ: ვიცი მინდა- ვიცოდე-ვისწავლე დიაგრამა ,კედლის გაზეთი(მეთოდი), ვ-მ-ვ ცხრილი,კედლის გაზეთის შეფასების რუბრიკა(მეთოდის შეფასების ინსტრუმენტები).
დავწერეთ პროექტის მოკლე მონახაზი. დავიწყეთ მუშაობა საბოლოოდ წარსადგენ პრეზენტაციაზე. საინტერესო დღისთვის დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს, ქალბატონ ლიას.