Saturday, April 13, 2019

ინტელის ძირითადი კურსის რეფლექსია

 დღეს დავასრულეთ ინტელის ძირითადი კურსი.  კურსი იყო ძალიან საინტერესო, საჭირო და აქტივობებით დატვირთული.  ძალიან დიდი სურვილი მქონდა შემესწავლა სასწავლო პროექტის დაგეგმვა. ამ კურსმა  ჩემს ყველა შეკითხვას გასცა პასუხი.
თავიდან ავირჩიეთ პროექტის თემა,დავსახეთ მიზნები და ამოცანები, შევუდექით  გეგმის დასაწერად საჭირო რესურსების მოძიებას.  შევიმუშავეთ პროექტისათვის საკვანძო, ფაქტობრივი და შინაარსობრივი კითხვები, შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. გავწერეთ პროექტის დეტალური გეგმა. შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტი, მოსწავლეთა პრეზენტაციების სავარაუდო ნიმუშები, ელექტრონული გაზეთი. გავითვალისწინეთ დიფერენცირებული სწავლება და შევქმენით დავალებები სსსმ , არაქართულენოვანი და ნიჭიერი მოსწავლეებისთვის. 
დასრულებული პროექტის პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგებზე. მე-9 დღეს ტრენინგის ყველა მონაწილემ წარმოადგინა პრეზენტაცია, გავუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები. ყველა პროექტის პრეზენტაცია იყო საინტერესო, აქტუალურ თემებზე, მრავალფეროვანი რესურსებით.
მჯერა, რომ ტრენინგზე მიღებული ცოდნის გამოყენება   საინტერესოს გახდის სასწავლო პროცესს და აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას.
დიდი მადლობა ტრენერს ქალბატონ ლია ნავროზაშვილს გულისხმიერებისა და პროფესიონალიზმისათვის. მისი და  ტრენინგის მონაწილე ჩვენი კოლეგების დამსახურებაა, რომ ტრენინგი ასე საინტერესოდ და სასიამოვნოდ წარიმართა. ვუსურვებ მათ წარმატებებს. 


1 comment:

  1. გეთანხმებით, ქეთი, ტრენინგზე მიღებული ცოდნა მართლაც საინტერესოს გახდის სასწავლო პროცესს და გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას. მომეწონა შენი პროექტი. ძალიან საინტერესო თემაა და საინტერესოდ გაქვს გაწერილი. გისურვებ წარმატებებს!

    ReplyDelete