Saturday, April 13, 2019

ინტელის ძირითადი კურსის რეფლექსია

 დღეს დავასრულეთ ინტელის ძირითადი კურსი.  კურსი იყო ძალიან საინტერესო, საჭირო და აქტივობებით დატვირთული.  ძალიან დიდი სურვილი მქონდა შემესწავლა სასწავლო პროექტის დაგეგმვა. ამ კურსმა  ჩემს ყველა შეკითხვას გასცა პასუხი.
თავიდან ავირჩიეთ პროექტის თემა,დავსახეთ მიზნები და ამოცანები, შევუდექით  გეგმის დასაწერად საჭირო რესურსების მოძიებას.  შევიმუშავეთ პროექტისათვის საკვანძო, ფაქტობრივი და შინაარსობრივი კითხვები, შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. გავწერეთ პროექტის დეტალური გეგმა. შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტი, მოსწავლეთა პრეზენტაციების სავარაუდო ნიმუშები, ელექტრონული გაზეთი. გავითვალისწინეთ დიფერენცირებული სწავლება და შევქმენით დავალებები სსსმ , არაქართულენოვანი და ნიჭიერი მოსწავლეებისთვის. 
დასრულებული პროექტის პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგებზე. მე-9 დღეს ტრენინგის ყველა მონაწილემ წარმოადგინა პრეზენტაცია, გავუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები. ყველა პროექტის პრეზენტაცია იყო საინტერესო, აქტუალურ თემებზე, მრავალფეროვანი რესურსებით.
მჯერა, რომ ტრენინგზე მიღებული ცოდნის გამოყენება   საინტერესოს გახდის სასწავლო პროცესს და აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას.
დიდი მადლობა ტრენერს ქალბატონ ლია ნავროზაშვილს გულისხმიერებისა და პროფესიონალიზმისათვის. მისი და  ტრენინგის მონაწილე ჩვენი კოლეგების დამსახურებაა, რომ ტრენინგი ასე საინტერესოდ და სასიამოვნოდ წარიმართა. ვუსურვებ მათ წარმატებებს. 


მოგზაურობა ქვემო ქართლში

Sunday, April 7, 2019

მერვე დღე

მერვე დღეც იყო საკმაოდ  შრომატევადი. ვისაუბრეთ ფასილიტაციის საკითხებზე.  შევქმენით ფასილიტაციის საბუთი.  ძალიან სასიამოვნო დღე იყო. თითქმის დავასრულე პროექტზე მუშაობა. 

Saturday, April 6, 2019

მეშვიდე დღე

დღეს გადავედით მე-6 მოდულზე, რომლის მთავარი თემაა: დიფერენციაცია სწავლებაში. განვიხილეთ აღქმის სამი სტილი, გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტი. ამის გათვალისწინებით შევადგინეთ დავალებები  სსსმ მოსწავლეებისთვის, არაქართულენოვანი და ნიჭიერი მოსწავლეებისთვის. დავამთავრე კედლის გაზეთზე მუშაობა. ძალიან საინტერესო დღე იყო.

Sunday, March 31, 2019

მეექვსე დღე

 ვიმუშავეთ მე-5 მოდულზე: მოსწავლეთა შეფასების მეთოდებზე, გავეცანით შეფასების რუბრიკებს.
დავამთავრე მუშაობა მოსწავლეთა სანიმუშო პრეზენტაციებზე: "მარნეული" და "დმანისი". დავიწყე  პროექტის "მოგზაურობა ქვემო ქართლში" საბოლოო პროდუქტის- კედლის გაზეთის შექმნა. 

Saturday, March 30, 2019

მეხუთე დღე

მეხუთე დღეც ძალიან საინტერესო იყო. გავეცანით მე-3 და მე-4 მოდულს. განვიხილეთ შემდეგი საკითხები: საავტორო უფლებების ქაოსი, საავტორო უფლებების ტესტი, საავტორო უფლებების შესახებ პრეზენტაცია. გავიხსენეთ როგორ მოვიძიოთ  googl-ში საჭირო ინფორმაცია( რაშიც დაგვეხმარება ძიების სინტაქსი), როგორ დავადგინოთ ინფორმაციის სანდოობა, როგორ გავუზიაროთ დოკუმენტი მეგობარს. ვიმუშავეთ აგრეთვე მოსწავლის სავარაუდო ნიმუშზე.

Sunday, March 24, 2019

მეოთხე დღე




ტრენინგის მეოთხე დღე ძალიან შრომატევადი და აქტივობებით დატვირთული იყო. დავასრულეთ მეორე მოდული.  განვიხილეთ შეფასების 5 მიზანი. შევქმენით შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები ჩვენი პროექტისთვის.
პროექტის დასაწყისში:  ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე;გონებრივი იერიში(მეთოდი),       წინასწარ გამზადებული ცხრილი მეთოდისთვის“ვ-მ-ვ“,   ასოციოგრამა(მეთოდის შეფასების ინსტრუმენტები).
პროექტის მსვლელობისას:   დღიური  ,ჯგუფებზე დაკვირვება,  პრეზენტაციის შეფასება(მეთოდი),
დღიურის წარმოების შეფასების ფორმა, ჯგუფური მუშაობის დაკვირვების ფურცელი, პრეზენტაციის შეფასების ფორმა(მეთოდის შეფასების ინსტრუმენტები).
პროექტის დასრულების შემდეგ:   ვიცი მინდა- ვიცოდე-ვისწავლე  დიაგრამა ,კედლის გაზეთი(მეთოდი), ვ-მ-ვ ცხრილი,კედლის გაზეთის შეფასების რუბრიკა(მეთოდის შეფასების ინსტრუმენტები).
 დავწერეთ პროექტის მოკლე მონახაზი. დავიწყეთ მუშაობა საბოლოოდ წარსადგენ პრეზენტაციაზე. საინტერესო დღისთვის დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს, ქალბატონ ლიას.